იმისათვის,რომ გავიგო თუ რა ინფორმაციას ფლობენ,რა ინტერესები გააჩნიათ აღნიშნული საკითხის მიმართ ,პროექტის სრულყოფისათვის ,თუ რა სჭირდებათ ,ვიყენებ სხვადასხვა შეფასებებს.მაგ,განმავითარებელი შეფასება მაძლევს საშუალებას მოსწავლეს მივცე შუალედური შეფასება რას და როგორ აკეთებს,რა აქვს გასაუმჯობესებელი.შეფასების სქემები და კრიტერიუმები წინასწარაა ყველასათვის ცნობილი,იგი მათ შექმნაში თვითონ იღებს მონაწილეობას.ვიყენებ მოსწავლეთა თვითშეფასებას და თანატოლთა თვითშეფასებასაც,რომლებიც ეხმარებათ მოსწავლეებს თავად შეაფასონ საკუთარი და მეგობრის ძლიერი და სუსტი მხარეები.ის უფრო მოტივირებულს ხდის მოსწავლეს დაძლიოს სისუსტეები ,გახდეს არა ცოდნის პასიური მიმღები,არამედ აქტიური,ავტონომიური.
No comments:
Post a Comment