ჩემთვის ,მასწავლებლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის ნიმუშის შექმნას,ვისწავლო,რათა ვასწავლო,პირადად გამოვცადო საკუთარ თავზე რა პრობლემების წინაშე შეიძლება დადგეს მოსწავლე ამ ნიმუშის შექმნის დროს,რა დრო დასჭირდება მის შექმნას,უფრო გამიადვილდება გავიაზრო თუ რა რჩევები უნდა მივცე მოსწავლეს.ჩემი აზრით ბევრად ეფექტურია შევქმნა მოსწავლეებთან ერთად,შეიძლება ჩემი ნიმუში შედარებით დაბალი მზაობის მოსწავლეებისათვის ნიმუშადაც გამოვიყენო.
დაწყებითი კლასი
Saturday, October 22, 2016
Sunday, October 2, 2016
შეფასებები
იმისათვის,რომ გავიგო თუ რა ინფორმაციას ფლობენ,რა ინტერესები გააჩნიათ აღნიშნული საკითხის მიმართ ,პროექტის სრულყოფისათვის ,თუ რა სჭირდებათ ,ვიყენებ სხვადასხვა შეფასებებს.მაგ,განმავითარებელი შეფასება მაძლევს საშუალებას მოსწავლეს მივცე შუალედური შეფასება რას და როგორ აკეთებს,რა აქვს გასაუმჯობესებელი.შეფასების სქემები და კრიტერიუმები წინასწარაა ყველასათვის ცნობილი,იგი მათ შექმნაში თვითონ იღებს მონაწილეობას.ვიყენებ მოსწავლეთა თვითშეფასებას და თანატოლთა თვითშეფასებასაც,რომლებიც ეხმარებათ მოსწავლეებს თავად შეაფასონ საკუთარი და მეგობრის ძლიერი და სუსტი მხარეები.ის უფრო მოტივირებულს ხდის მოსწავლეს დაძლიოს სისუსტეები ,გახდეს არა ცოდნის პასიური მიმღები,არამედ აქტიური,ავტონომიური.
Sunday, September 18, 2016
მესამე და მეოთხე დღე.:
კიდევ ერთხელ გადავხედე მესამე კლასის საგნობრივ სტანდარტს,21-ე საუკუნის უნარჩვევებს და დავუკავშირე ჩემს მიერ დასაგეგმ პროექტს,გავეცანი კოლეგების მიერ უკვე შექმნილ პროექტებს,ბროშურების ნიმუშებს.
Saturday, September 17, 2016
პროექტზე დაფუძნებული სწავლება
იმისათვის რომ მოსწავლემ შეიძინოს ცოდნა და უნარ-ჩვევები სიღრმისეული დავალებების შესრულებისას,რომელიც მოითხოვს მოსწავლისაგან აქტიურ კვლევასა და სწავლის რეალური შედეგების ჩვენებას შექმნილი საგაკვეთილო პროდუქტით და აქტივობით, ჩემი აზრით ამისათვის მნიშვნელოვანია პროექტზე დაფუძნებული სწავლება."პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია საკვანძო კითხვები, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებს მაღალი დონის აზროვნებასთან და რეალურ ცხოვრებისეულ კონტექსტთან.
პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას აქვს შემდეგი უპირატესობა:
- აქტიური კვლევისა და მაღალი დონის აზროვნების წახალისება
- ჩართულობის, საკუთარი თავის რწმენისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების გაზრდა
- აკადემიური სარგებელი, რაც სხვა მოდელების სწავლების შედეგებს უტოლდება ან აღემატება, სადაც მოსწავლეები მეტ პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთ სწავლის პროცესზე, განსხვავებით სწავლების ტრადიციული მოდელისა
- კომპლექსური უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა, მაგ. აზროვნების მაღალი დონე, პრობლემების გადაჭრა, თანამშრომლობა, კომუნიკაცია
- სხვადასხვა ტიპის სწავლების სტრატეგიების, ფორმების გამოყენება შესაძლებელს ხდის კულტურულად მრავალფეროვანი სწავლის სტილის მოსწავლეების აქტიურ ჩართვას სწავლების პროცესში ."
Subscribe to:
Posts (Atom)