Saturday, October 22, 2016

მოსწავლის ნიმუში

                 ჩემთვის  ,მასწავლებლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის ნიმუშის შექმნას,ვისწავლო,რათა ვასწავლო,პირადად გამოვცადო საკუთარ  თავზე რა პრობლემების წინაშე შეიძლება დადგეს მოსწავლე ამ ნიმუშის შექმნის დროს,რა დრო დასჭირდება  მის შექმნას,უფრო გამიადვილდება   გავიაზრო  თუ რა რჩევები უნდა მივცე მოსწავლეს.ჩემი აზრით ბევრად ეფექტურია  შევქმნა მოსწავლეებთან ერთად,შეიძლება ჩემი ნიმუში შედარებით დაბალი მზაობის მოსწავლეებისათვის ნიმუშადაც გამოვიყენო.

Sunday, October 2, 2016

შეფასებები

იმისათვის,რომ  გავიგო თუ რა ინფორმაციას ფლობენ,რა ინტერესები გააჩნიათ აღნიშნული საკითხის მიმართ ,პროექტის სრულყოფისათვის ,თუ რა სჭირდებათ ,ვიყენებ სხვადასხვა შეფასებებს.მაგ,განმავითარებელი შეფასება  მაძლევს საშუალებას მოსწავლეს მივცე შუალედური შეფასება  რას და როგორ აკეთებს,რა აქვს გასაუმჯობესებელი.შეფასების  სქემები და კრიტერიუმები წინასწარაა ყველასათვის ცნობილი,იგი მათ შექმნაში თვითონ იღებს მონაწილეობას.ვიყენებ მოსწავლეთა თვითშეფასებას და თანატოლთა თვითშეფასებასაც,რომლებიც ეხმარებათ მოსწავლეებს თავად შეაფასონ საკუთარი და მეგობრის ძლიერი და სუსტი მხარეები.ის უფრო მოტივირებულს ხდის მოსწავლეს დაძლიოს სისუსტეები ,გახდეს არა ცოდნის პასიური მიმღები,არამედ აქტიური,ავტონომიური.