Sunday, September 18, 2016

მესამე და მეოთხე დღე.:

  კიდევ ერთხელ გადავხედე  მესამე კლასის საგნობრივ სტანდარტს,21-ე საუკუნის უნარჩვევებს და დავუკავშირე ჩემს მიერ დასაგეგმ პროექტს,გავეცანი  კოლეგების მიერ უკვე შექმნილ პროექტებს,ბროშურების  ნიმუშებს.

Saturday, September 17, 2016


პროექტზე დაფუძნებული სწავლება

                   იმისათვის რომ მოსწავლემ შეიძინოს ცოდნა და უნარ-ჩვევები სიღრმისეული  დავალებების შესრულებისას,რომელიც მოითხოვს მოსწავლისაგან აქტიურ კვლევასა და სწავლის რეალური შედეგების  ჩვენებას შექმნილი  საგაკვეთილო პროდუქტით და აქტივობით, ჩემი აზრით  ამისათვის  მნიშვნელოვანია პროექტზე დაფუძნებული სწავლება."პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია საკვანძო კითხვები, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებს მაღალი დონის აზროვნებასთან და რეალურ ცხოვრებისეულ კონტექსტთან.
                              პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას აქვს შემდეგი უპირატესობა:
  • აქტიური კვლევისა და მაღალი დონის აზროვნების წახალისება
  • ჩართულობის, საკუთარი თავის რწმენისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების გაზრდა 
  • აკადემიური სარგებელი, რაც სხვა მოდელების სწავლების შედეგებს უტოლდება ან აღემატება, სადაც მოსწავლეები მეტ პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთ სწავლის პროცესზე, განსხვავებით სწავლების ტრადიციული მოდელისა 
  • კომპლექსური უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა, მაგ. აზროვნების მაღალი დონე, პრობლემების გადაჭრა, თანამშრომლობა, კომუნიკაცია 
  • სხვადასხვა ტიპის სწავლების სტრატეგიების, ფორმების გამოყენება შესაძლებელს ხდის კულტურულად მრავალფეროვანი სწავლის სტილის მოსწავლეების აქტიურ ჩართვას სწავლების პროცესში ."